აიზეკ აზიმოვი - 'რა კარგი იქნებოდა მაშინ...'
06/13/2018 04:29:54
   Author : იზაბელა ხუნძაყიშვილი.

issac-asimov

აიზეკ აზიმოვი (1920-1992)  – რუსი-ამერიკელი ებრაელი ბიოქიმიის პროფესორი, სამეცნიერო-ფანტასტიკური მოთხრობების პოპულარული ავტორი აიზეკ (ისააკ) აზიმოვი რუსეთში დაიბადა, სმოლენსკის ოლქში. სამი წლისა იყო, როცა მისი ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიხვეწა. ბავშვობისას ოჯახის მაღაზიაში მუშაობდა, სადაც ფანტასტიკის ჟურნალები იყიდებოდა და აქედან დაიწყო მისი გატაცება ფანტასტიკით.

ასპირანტურაც დაამთავრა, გემთსაშენშიც მუშაობდა... სამხედრო სამსახურში ყოფნისას ატომური ბომბის გამოცდებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

1948 წლიდან ბოსტონის უნივერსიტეტის  პროფესორია და სულ მალე მსოფლიოს 14 წამყვანი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად ირჩევენ. სამეცნიერო ნაშრომებს მალე მისი მხატვრული ნაწარმოებები ჩაენაცვლა და რობერტ ჰაინლაინთან ერთად მწერალი ფანტასტებისდიდ სამეულში მოხვდა.

აიზეკ აზიმოვი  ჰიუგოს, ნებულას, ლოკუსისა და სხვა ლიტერატურული პრემიების არაერთგზის ლაურეატია.

მაგრამ მაინც უიღბლო გამოდგა. 1983 წელს გულის ოპერაცია გაუკეთეს და შიდსის ვირუსიაჰკიდეს“, რითაც გარდაიცვალა კიდეც...

1997 წელს, სიკვდილის შემდეგ, აიზეკ (ისააკ) აზიმოვის სახელი შეტანილია  სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის დიდების დარბაზში.


 

რა კარგი იქნებოდა მაშინ...  

 

ამის შესახებ მარჯიმ იმ ღამეს თავის დღიურშიც კი აწერა.  2157 წლის 17 მაისით დათარიღებულ გვერდზე გოგონამ აწერა:  დღეს ტომმა ნამდვილი წიგნი იპოვა!“

ნაპოვნი წიგნი ძალიან ძველი აღმოჩნდა. ერთხელ მარჯის ბაბუამ ისიც თქვა, რომ როც პატარა ბიჭი იყო,  მისი დიდი ბაბუა უამბობდა, ისეთი დრო ყოფილა, როდესაც ყველა მოთხრობა ფურცელზე იბეჭდებოდა.

ბავშვებიც ფურცლავდნენ თურმე გვერდებს, გაყვითლებულსა და ნაკეცებიანს, წარმოუდგენლად სასაცილო იყო იმ სიტყვების წაკითხვა, რომლებიც ერთ ადგილზე გაჩერებულიყვნენ  და არ მოძრაობდნენ ისე, როგორც უნდა ემოძრავათ. ხომ იცი, როგორაც? – ეკრანზე! და მერე თუ ისევ  წინა გვერდს მიუბრუნდებოდნენ, იქ ისევ ის სიტყვები იყო, რომლებიც მანამდე წაიკითხეს!

ვაი! –  წამოიყვირა ტომმა, – რა დასანანია! როცა წიგნის კითხვას მორჩები, შენ მას უბრალოდ გადააგდებ. ჩვენ ტელევიზორის ეკრან შიგნით ალბათ მილიონი წიგნი და კიდევ ბევრს დაიტევს. მე მას არ გადავაგდებდი!..

მეც ასე ვფიქრობ, – დაეთანხმა მარჯი.

გოგონა 11 წლისა იყო  და იმდენი  ტელეწიგნიც არ ენახა, რამდენიც 13 წლის ტომს.

მარჯიმ ჰკითხა ბიჭს:

სად იპოვე ეს წიგნი?

ჩემს სახლში! – ისე უპასუხა, რომ გოგონასკენ არც გაუხედავს, რადგან კითხვით იყო გართული, – სხვენზე.

რის შესახებ არის?

სკოლის!..

მარჯი აიმრიზა.

სკოლის?! ნეტავ რა შეიძლება დაიწეროს კოლაზე? ვერ ვიტან სკოლა!

მარჯის არასოდეს ჰყვარებია სკოლა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ამოიჩემა. მეტიც, ისე სძულდა, როგორც არასდროს. მექანიკური მასწავლებელი გოგონას  ტესტებს აძლევდა გეოგრაფიაში. ის კი დღითიდღე უფრო და უფრო ცუდად ასრულებდა მათ, მანამ, სანამ დედამისმა გვარიანად არ შეჯანჯღარა. ამასაც არ დასჯერდა და საოლქო ინსპექტორი გამოიძახა.

საოლქო ინსპექტორი მრგვალი, პატარა,  წითელსახიანი მამაკაცი იყო, ციფერბლატებიანი და მავთულებიანი ხელსაწყოებით სავსე ყუთით. მან მარჯის გაუღიმა და ვაშლი მისცა, შემდეგ მექანიკური მასწავლებელი დაშალა. მარჯის იმედი ჰქონდა, რომ ინსპექტორს არ ეცოდინებოდა მისი აწყობა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. ინსპექტორმა თავისი საქმე ძალიან კარგად იცოდა! დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მექანკური მასწალებელი ისევ მთელი იყოდიდი, შავი და მახინჯი, უზარმაზარი ეკრანით, რომელზე ყველა გაკვეთილი იყო მოცემული და კითხვები დასმული. ყველაფერი არც ისე ცუდი იყო, მაგრამ... ყველაზე მეტად მარჯის სძულდა ჭუჭრუტანა, რომელშიც საშინაო დავალება და ტესტები უნდა ჩაედო. გოგონას შესრულებული დავალება და ტესტები ყოველთვის იმ კოდის მიხედვით უნდა განეთავსებინა, რომელიც მაშინ აიძულეს ესწავლა, როცა ექვსი წლის იყო და მექანიკური მასწავლებელი მაშინვე გამოითვლიდა ნიშანს.

როდესაც სამუშაო დაასრულა, ინსპექტორმა მარჯის გაღიმა და თავზე ხელი გადაუსვა. დედამისს კი უთხრა:

პატარა გოგონას ბრალი არაფერია, მისის ჯოუნს! ვფიქრობ, გეოგრაფიის სექტორი ზედმეტად სწრაფად მუშაობდა. მსგავსი რაღაცები ხანდახან ხდება. მე პროგრამის სისწრაფე 10 წლის ბავშვის დონეზე შევანელე. სხვათა შორის, გოგონას საერთო პროგრესი არცთუ ისე ცუდია... – ამ სიტყვებით მან ისევ გადაუსვა მარჯის თავზე ხელი.

მარჯი იმედი გაცრუვდა. დარწმუნებული იყო, ინსპექტორი მასწავლებელს მცირე ხნით მაინც წაიყვანდ. ერთხელ ერთმა ინსპექტორმა ტომის მასწავლებელი წაიყვან თითქმის ერთი თვით, რადგან ისტორიის სექტორი საერთოდ გაითიშა.

და რატომ წერენ სკოლაზე?ისევ კითხვითვე მიუბრუნდა მარჯი ტომს.

ტომიმ გოგონას ზემოდ ახედა:

იმიტომ, რომ ეს ჩვენნაირი სკოლა არ არის, სულელო! ეს არის ძველი სკოლა. აი, ისეთი, როგორიც ასობით წლის წინათ იყო, – და ქედმაღლურად დაამატა, –საუკუნეების წინ... – ოღონდ ეს სიტყვები ძალიან ფრთხილად წარმოთქვა.

მარჯი ნაწყენი იყო და ამოისლუკუნა:

აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე, როგორი სკოლები ჰქონდათ ასე ძალიან დიდი ხნის წინ?..

მარჯი ტომის ზურგიდან აპარებდა წიგნისკენ თვალს და ისე კითხულობდა. ცოტა ხნის შემდეგ კი:

  და მაინც, მათ მასწავლებლები ჰყავდათ!

რა თქმა უნდა, ჰყავდათ! მაგრამ ჩვეულებრივი მასწავლებელი კი არა! ის იყო ადამიანი!..

ადამიანი?! როგორ შეუძლია ადამიანს მასწავლებელი იყოს?!

ჰო, ადამიანი! თან იგი გოგონებსა და ბიჭებს რაღაცებს უყვებოდა, დავალებებს აძლევდა და კითხვებსაც უსვამდა!

ადამიანი ჩვენი მექანიკური მასწავლებელივით ჭკვიანია?

რა თქმა უნდა! მამაჩემმა ზუსტად იმდენი იცის, რამდენიც ჩემმა მექანიკურმა მასწავლებელმა!

შეუძლებელია! როგორ შეიძლება, ადამიანმა იცოდეს იმდენი, რამდენიც ჩვენმა მექანიკურმა მასწავლებელმა?!

ნაძლევს დავდებ, თითქმის იმდენივე იცის, შეიძლება მეტიც!

მარჯი მიხვდა, რომ ამაზე საკამათოდ მზად არ იყო და თავისთვის ჩაილაპარაკა, – მე  არ ვისურვებდი უცხო ადამიანი მოსულიყო ჩემს სახლში იმისთვის, რომ ჩემთვის ესწავლებინა!

ტომმა ხმამაღლა გაიცინა.

შენ არაფერი იცი, მარჯი! მასწავლებლები სახლებში კი არ დადიოდნენ. მათ  სპეციალური შენობები  ჰქონდათ და ბავშვები მიდიოდნენ იქ!..

მართლა?! და ყველა ბავშვი ერთსა და იმავეს სწავლობდა?!

რა თქმა უნდა, თუ თანატოლები იყვნენ!

მაგრამ დედაჩემი ამბობს, რომ მასწავლებელი მორგებული უნდა იყოს თითოეული გოგონასა და ბიჭის გონებას, რომელსაც ასწავლის და რომ თითოეულ ბავშვს განსხვავებულად უნდა ასწავლო!

იმ დროს ასე არ აკეთებდნენ, მარჯი! მოკლედ, თუ არ მოგწონს, შეგიძლია არ წაიკითხო ეს წიგნი ძველ სკოლებსა და მაშინდელ გოგო-ბიჭებზე...

 მე სულაც არ მითქვამს, რომ არ მომწონს! – წამოიძახა მარჯიმ სწრაფად. მას ახლა მართლა უნდოდა, წაეკითხა წიგნი წარსულის ამ სასაცილო სკოლების შესახებ.

მარჯი და ტომი წიგნის კითხვით გაერთნენ. ნახევრამდეც არ იყვნენ მისულები, რომ მარჯის დედამ დარეკა:  მარჯი! სკოლა!“

მარჯიმ ამოიკნავლა:

ჯერ არა, დედა...

ახლავე!ხმა გაუმკაცრდა მისის ჯოუნს და განაგრძო, – ალბათ ტომის დროც არის   უკვე!..

მარჯიმ ტომის სთხოვა:

შეიძლება გაკვეთილების შემდეგ კიდევ წავიკითხო წიგნი შენთან ერთად?

ალბათ,   უდარდელად უპასუხა ბიჭმა და  სტვენა-სტვენით წავიდა, იღლიაში მტვრიან და ძველ წიგნგაჩრილი.

მარჯი შევიდა სამეცადინო ოთახში, რომელიც მისი საწოლი ოთახის გვერდით იყო. მექანიკური მასწავლებელი ჩართულიყო და გოგონას ელოდებოდა. იგი ყოველთვის ერთსა და იმავე დროს ირთვებოდა ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. როგორც მარჯის დედა ამბობდა, პატარა გოგონები უფრო კარგად სწავლობენ რეგულარულ, მტკიცედ დადგენილ საათებში.

ეკრანი ენთო და მექანიკურმა მასწავლებელმა წარმოთქვა: „დღევანდელი არითმეტიკის გაკვეთილი  წილადებზეა. გთხოვ, გუშინდელი საშინაო დავალება შესაბამის ჭრილში მოათავსო.

მარჯიმ  შეასრულ მითითება და ამოიოხრა. ის იმ ძველ სკოლებზე ფიქრობდა, სადაც მისი ბაბუის ბაბუა დადიოდა,როდესაც პატარა ბიჭი იყო.  მთელი სამეზობლოდან მოდიოდნენ ბავშვები, სიცილით და მხიარული შეძახილებით სკოლის ეზოში დარბოდნენ, თამაშობდნენ, ერთად ისხდნენ საკლასო ოთახებში, ერთად კითხულობდნენ და წერდნენ, ამოცანებსა და მაგალითებს ხსნიდნენ. მერე ერთად მიდიოდნენ სახლში დღის ბოლოს. ერთნაირ რაღაებს სწავლობდნენ, ამიტომაც შეეძლოთ ერთმანეთს დახმარებოდნენ საშინაო დავალების შესრულებაში და ერთად მსჯელობდნენ წაკითხულსა თუ მოსმენილზე...

და მასწავლებლები იყვნენ ადამიანები...

მექანიკური მასწავლებლის ეკრანი ციმციმებდა: „როდესაც ჩვენ ვუმატებთ ½ და ¼...”

მარჯი ეკრანს აღარ უყურებდა. ახლა  იმაზე ფიქრობდა, თუ როგორი ბედნიერები იქნებოდნენ ბავშვები ძველ დროში. ფიქრი ოცნებად იქცა, რომელიც მარჯიმ ასე დაასათაურა: მართლაც, რა კარგი იქნებოდა მაშინ...“.  





Comment