ამერიკელ მოსწავლეებს მარიხუანის მოხმარების ნება დართეს
06/09/2018 17:26:39
   Author : ლევანი ხუცოშვილი.



ამერიკის შტატ კოლორადოში სკოლის ექთნებს უფლება მისცეს მოსწავლეებზე სამედიცინო მარიხუანა გასცენ, თუ ამის შესახებ თანხმობას მშობლები წერილობით დაადასტურებენ. ინფორმაციას The Denver Post-ი ავრცელებს.

ახალი საკანონმდებლო ნორმით, მოსწავლეების კანონიერ წარმომადგენლებს შეუძლიათ სკოლის სამედიცინო პუნქტში ნარკოტიკული პრეპარატები მიიტანონ აუცილებლობის შემთხვევაში, მაგალითად რაიმე დაავადების შეტევისას გამოსაყენებლად.

მარიხუანა დახურულ ყუთებში შეინახება და მხოლოდ იმ ბავშვებზე გაიცემა, რომლებსაც ექიმის დანიშნულება აქვთ. მოსწავლეებს მისი სკოლაში თვითნებურად მიტანის  და საერთოდ, ტრანსპორტირების უფლება არ აქვთ.

კანონმდებლების აზრით, ეს გადაწყვეტილება შეამცირებს ნარკოტიკების თავისუფალ მოხმარებაში მოხვედრის რისკს

კოლორადო პირველი შტატი იყო ამერიკაში, სადაც მარიხუანის კულტივაციის, მოხმარებისა და რეალიზაციის ლეგალიზება მოხდა არამარტო სამედიცინო, არამედ სარეკრეაციო მიზნებითაც. ზოგადად კი, აშშ-ის ფედერალურ კანონმდებლობაში მარიხუანის მცირე ოდენობით შენახვაც კი ისჯება.


იხილეთ წყარო : ბმული