ლულუ უენგი - კანკანი
06/12/2018 20:57:09
   Author : მარიამ ადამია.

Luluwa23

ლულუ უენგი (დაბ. 1960 წ.) – ჩინური წარმომავლობის ინგლისურენოვანი მწერალია. იგი პეკინში დაიბადა და უნივერსიტეტიც პეკინშივე დაასრულა, ოღონდ ყველა საგანს  ინგლისურად სწავლობდა. 1986 წლიდან ცხოვრობს ნიდერლანდებში და მხოლოდ 26 წლის ასაკში ისწავლა მშობლიური ჩინური ენა მაასტრიხტის უნივერსიტეტში.

                ლულუ უენგმა 1997 წელს გამოაქვეყნა ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი „The Lily Theatre“, რომელიც 8 მლნ ტირაჟით გაიყიდა და მწერალ ქალს ნიდერლანდებში საუკეთესო დებიუტანტის წოდება მოუპოვა.

                არანაკლები წარმატება მოუტანა 2010 წელს გამოსულმა რომანმა „Wilde rozen“ („ველური ვარდი“), რომელიც მის ჩინეთში ცხოვრებას ასახავს. არაერთი ბესტსელერის ავტორის  ლულუ უენგის წიგნები ნიდერლანდებში დღესაც ყველაზე დიდი ტირაჟით იბეჭდება.   


კანკანი   

თარგმანი შესრულებულია მაია პაქსაშვილთან ერთად

სულ ცოტა ხნით გავალ, კარგი? – უთხრა ცოლს საქმიანი იერით და დასძინა, – ერთ-ორ საათში დავბრუნდები...

იგი შინიდან ფოსტაში ან მაღაზიაში წასასვლელად გადიოდა  ხოლმე, უმეტეს  დროს კი ჩხირკედელაობაში ატარებდა. ამიტომაც იყო, ცოლი პოპულარულ სახელსმისტერ მასტერს ეძახდა. თანაც, თავს მხატვრობითაც ირჩენდა

–  ძალიან კარგი, წადი... –  გაუღიმა ცოლმა ისე, თითქოს ანგარიშს უწევდა. სინამდვილეში ცოლს არ უყვარდა როცა ქმარი შინიდან  მიდიოდა. არ უყვარდა მის გარეშე ყოფნა, რადგან ქმართან ერთად  თავს უსაფრთხოდ  გრძნობდა. თანაც, ის ხომ ბავშვების მოვლაშიც ეხმარებოდა, განსაკუთრებით უმცროსისას.

გიხარია თავიდან რომ მიშორებ?! – გაუკვირდა კაცს.

უუჰ, რას ამბობ!.. – წამოიძახა ქალმა ისეთი ვნებიანი ღიმილითავ თვალს რომ არ ენახვებოდა!

არა, ცნობისმოყვარე ცოლს არასდროს უკითხავს თუ სად მიდიოდა ქმარი. თავის ეჭვიანობასაც საკმაოდ მოხერხებულად ნიღბავდა.

ქმარი თან  პალტოს იცვამდათან  თვალი ცოლისკენ გაურბოდა. ქალი  უფროს ქალიშვილთან ერთად მისაღებ ოთახში იდგა.

–  დედა, მოდი, იცეკვე კანკანი. შენ ხომ ყველაზე ლამაზად ცეკვავ... – გაისმა გოგონას ხვეწნანარევი ხმა.cancan_png

ამის თქმა იყო და  ქალი ვნებიანად აცეკვდა. ლამაზ ფეხებს მოხდენილად აქნევდა ზევით-ქვევით. აშკარად თავს არ იზოგავდა ქმრის ყურადღების მისაქცევად...

კაცი  უბრალოდ  სასეირნოდ კი არ მიდიოდა, არამედ  კაფეში, სარასთან შესახვედრად. ცოლი სარას იცნობდა, თუმცა მასზე არ ეჭვიანობდა. არც უფიქრია, რომ ქმარი  მასთან უღალატებდა. არადა, კაფედან სარასთან ერთად ტბის პირას, საზაფხულო კოტეჯში უნდა წასულიყოგასაღებიც თან  ჰქონდა.

აბა, წავედი, ნახვამდის, – ისევ ყურადღებით შეავლო თვალი მოცეკვავე ცოლს ქმარმა.

ნახვამდიიიიის! – ხალისიანად შემოსძახა ცეკვა-ცეკვით ქალმა.

ქმარი ასეთ გამომშვიდობებას არ მოელოდა. მართალია იგი ოჯახს ახლა მცირე ხნით, მაგრამ მაინც სხვა ქალის გამო ტოვებდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ცოლისთვის მისი წასვლა სულერთი არ უნდა ყოფილიყო. არა, ასე მხიარულად ნამდვილად არ უნდა იქცეოდეს!.. იგი მოელოდა, რომ მის ცოლს  ახლა ცეკვისთვის არ ეცალა. შინ ხომ უამრავი  საქმე ჰქონდა. ან გაერეცხა, ან ბავშვების ტანსაცმელი დაეკემსა, ან სულაც რამე უინტერესო გაეკეთებინა. ის კი დამდგარა და გატაცებით აცეკვებულა.

...და ახლა ცოლის შიშველი ფეხები ისეთი თეთრი, მოქნილი და იდუმალებით მოცული ჩანდა, თითქოს მამაკაცის ხელი არასდროს მიკარებია. ვნებიანი კანკანით თითქოს მხოლოდ მას უხმობდა. კაბის კალთებიც  გამომწვევად აეკეცა. კაცი დაიბნა. ვერაფრით მიმხვდარიყო, რატომ იქცეოდა ასე, რამ ააცეკვა ასეთი მგზნებარებით მისი ცოლი?! 

ამ დროს ქალმა მოციმციმე თვალებით შეხედა ქმარს და გაუღიმა. გოგონაც დედასთან ერთად იცინოდა  და თავდავიწყებით ცეკვავდა.

კაცმა კარი გაიხურა, მისი ცოლი და ქალიშვილი კი მხიარულად აგრძელებდნენ  ცეკვას .

პაემანზე მიმავალი კაცი იმაზე ფიქრობდა, რომ ახლა მეტისმეტად გაუძნელდებოდა სარასთან შეხვედრა. ტელეფონის ჯიხურიდან ურეკავდა ოფისში სარას  (ისიც დაქორწინებული იყო).  ერთხანს დაკავება იყო, ბოლოს როგორც იქნა, დაუკავშირდა და შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

კაფეში იჯდა და სარას  ელოდებოდა, მაგრამ უკვირდა, რატომ აღარ უნდოდა მასთან შეხვედრა. სარა სამ საათზე უნდა მოსულიყო. იცოდა, რომ ქალი ჩვეულებისამებრ დაიგვიანებდასაათზე დაიხედა, სამი ხდებოდა და ამ დრო მანქანასაც მოჰკრა თვალი, მაგრამ სარასი არ აღმოჩნდა და თითქოს გაუხარდა. თავადაც გაუკვირდა, რატომ?!  უკვე 4-ის 15 წუთი გახდა. გაიფიქრა, რომ  სარა მოსვლას აღარ  აპირებდა. 20 წუთის შემდეგ იმედი გაუჩნდა, რომ აღარ მოვიდოდა და ისევ გაუხარდა! თან იმაზე ფიქრი აკვირვებდა, შეხვედრა რატომღა დაუნიშნა, თუკი აღარ სურდა!

კაცს ახლა სარაზე ფიქრი აღარ უნდოდა. არც აღარაფერი უნდოდა სიგარეტის მოწევისა და ყავის დალევის გარდა, მერე კი შინ წავიდოდა!

ერთხანს კიდევ იჯდა და უხალისოდ ელოდებოდა. 4-ის ნახევარზე სარა გამოჩნდა.

მეგონა აღარ მოხვიდოდი... –   ჩაილაპარაკა კაცმა.

წყვილი მანქანით ტბისპირა სახლში მივიდნენ... კაცი ქალის  მკლავებში კი გაყურსულიყო, მაგრამ  მასზე აღარ ფიქრობდა...

–             რაზე ფიქრობ? –  შეშფოთებით იკითხა სარამ.

მცირე ხნის დუმილის შემდეგ კითხვითვე უპასუხა:

მართლა გაინტერესებს, რაზე ვფიქრობ?

ჰო, ძალიან მაინტერესებს! – ახლა უკვე შიში გაერია ხმაში ქალს.

კაცმა ჩაიცინა და სევდამორეულმა ჩაილაპარაკა:

–  ვფიქრობდი მასზევინც  კანკანს ვნებიანად ცეკვავდა...

უჰ... –  შვებით ამოისუნთქა  სარამ, – მე კი მეგონა, რომ  ცოლზე ფიქრობდი!..

 

 

 





Comment