თორმეტი მოცეკვავე პრინცესა
06/15/2018 23:04:43
   Author : ლიკა ლატარია.

 

თორმეტი  მოცეკვავე პრინცესა

ზღაპარი

 თარგმანი შესრულებულია თეა დოლიძესთან ერთად

ერთ მეფეს თორმეტი  ერთიმეორეზე მშვენიერი ქალიშვილი ჰყავდა. პრინცესებს დიდი, მდიდრული საძინებელი ჰქონდათ თორმეტი უძვირფასესი ტახტით. საღამოობით, როცა დასაძინებლად  მიდიოდნენ,  მეფე თავად აცილებდა ქალიშვილებს, საძინებელში შეუძღვებოდა, დაემშვიდობებოდა და მერე კარს საგულდაგულოდ გასაღებით კეტავდა. მაგრამ  გასაოცარი ის იყო, რომ ყოველ დილით პრინცესები ახალ ფეხსაცმელებს ითხოვდნენ. კართან ისეთი გაცვეთილი ფეხსაცმელი ეყარა, თითქოს  ქალიშვილები მთელი ღამე ცეკვავდნენ. სასახლეში განცვიფრებას ვერ მალავდნენ, ვერც ვერავის ამოეხსნა, რა ხდებოდა.

მეფემ  მთელ სამეფოში გასცა ბრძანება, რომ თუკი გამოჩდებოდა ვინმე, ვინც  იპოვიდა იმ საიდუმლო ადგილს, სადაც მისი ასულები ცეკვავდნენ, თავის ერთ-ერთ ქალს ცოლადაც გააყოლებდა და მისი ტახტის მემკვიდრედაც სწორედ მას აირჩევდა. მოხალისეს გამოსაცდელად სამ დღეს მისცემდა, მაგრამ თუ სამ დღეში ვერაფერს შეიტყობდა, სიკვდილით დაისჯებოდა.

პირველი გამბედავი პრინციც გამოჩნდა, რომელიც მეფის  ასულების საძინებლის გვერდით ოთახში დააბინავეს, რათა უფრო იოლად ედევნებინა თვალ-ყური ყველაფრისთვის, – გაეგო, სად მიიპარებოდნენ პრინცესები საცეკვაოდ. მხედველობიდან რომ არაფერი გამორჩენოდა, ქალების საძინებლის კარი აღარც დაუკეტავთ. პრინცი ერთხანს თვალს არ აშორებდა პრინცესების საძინებლის იდუმალებით მოცულ კარს, მაგრამ მალევე არხეინად ჩაეძინა. როცა დილით თვალი გაახილა, მიხვდა, რომ მეფის ასულები მთელი ღამე თავდავიწყებით ცეკვავდნენ, რადგან კართან მიყრილი ყველა ფეხსაცმლის ლანჩა გაცვეთილიყო. ასევე  განმეორდა მეორე და მესამე ღამესაც. ამრიგად, მეფემ პრინცი დაპირებისამებრ სიკვდილით დასაჯა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ რამდენიმე პრინცსაც იგივე ბედი ეწია.

მოხდა ისე, რომ ერთი ღარიბი, მაგრამ მამაცი ჯარისკაცი ომში დაეჭრათ და შინ ჭრილობების მოსაშუშებლად გამოეშვათ. ჯარისკაცს სატახტო ქალაქი უნდა გაევლო. გზად დიდსა თუ პატარას მეფისა და მისი თორმეტი მოცეკვავე ასულის ამბავი ეკერა პირზე, რომელთა საიდუმლო ვერავის ამოეცნო. მეფე კი დაუნდობლად ხოცავდა მისი ტახტის  მაძიებელ პრინცებს.

დაჭრილი ჯარისკაცი გზად ერთ  კეთილ ჯადოქარს გადაეყარა, რომელსაც მისი გმირობისა და დაჭრის ამბავიც გაეგო.

   საით გაგიწევია, გულადო მეომარო? ჰკითხა ჯადოქარმა, თუმცა კარგად იცოდა, რომ ჯარისკაცის სოფელი მტერს გაენადგურებინა და უსახლკაროდ დარჩენილიყო.

ეეჰ, კეთილო მოხუცო, მე თვითოანაც არ ვიცი, საით მივდივარ!.. ბედი რომ მქონდეს, მეფეს ვეახლებოდი, მისი მშვენიერი ასულების ღამღამობით სასახლიდან გადაკარგვის ამბავსაც გავარკვევდი და ვინ იცის, იქნებ არა მხოლოდ მეფის ასულის სიყვარული მეპოვა, არამედ სამეფო ტახტიც ზედ მიმეყოლებინაო!.. სევდიანად იხუმრა ჯარისკაცმა და ახალმოშუშებულ ჭრილობაზე ზედ გულთან ახლოს მიიდო ხელი.

მოხუცმა კეთილმა ჯადოქარმა, ჯარისკაცს ჭრილობაზე უებარი მალამო წაუსვა, მერე კი უთხრა, შენ ისეთი თავდადებით ებრძოდი ჩვენი ქვეყნის მტერს, რომ ბედნიერებას იმსახურებ, იქნებ ბედი შენც გეცადაო.

ჯარისკაცს მისი რჩევა ჭკუაში დაუჯდა, და მოხუცმაც ურჩია, – როცა ქალების თვალყურს დაიწყებდა, ფხიზლად ყოფილიყო. არც პრინცესების მიერ მოწოდებული ღვინო დაელია, მერე კი თავი მოეჩვენებინა, თითქოს  ღრმად ეძინა...

გამომშვიდობებისას მოხუცმა ქალმა დაჭრილ ჯარისკაცს უჩინმაჩინის  მოსასხამიც მისცა,  რომ შეუმჩნევლად  უკან გაჰყოლოდა მოცეკვავე პრინცესებს. ჯარისკაცმა მადლიერებით ჩაიხუტა გულში კეთილი ჯადოქარი, კიდევ ერთხელ ყურადებით მოუსმინა მის რჩევა-დარიგებას და საღამოხანს მეფესაც ეახლა: მართალია, ერთი უბრალო ჯარისკაცი ვარ, მაგრამ სიმამაცით არც ერთ პრინცს არ ჩამოვუვარდები და თუ თქვენი სურვილიც იქნება, მეც მინდა ბედი ვცადოო.

მამაცი ჯარისკაცი სასახლეში სხვებივით  მიიღეს,  თუმცა კი შეეცოდათ, ამასაც მძინარა პრინცებივით სიკვდილით დასჯა მოელისო, მაგრამ სამეფო ტანსაცმლით მაინც შემოსეს და პრინცესების საძინებელს დარაჯად დაუყენეს.

როცა დაღამდა, ჯარისკაცი ტახტზე მიწვა და მეფის ასულთა საძინებლის კარს მიაპყრო თვალი. თავი ისე მოაჩვენა, თითქოს დაძინებას აპირებდა. ამ დროს კარი ფრთხილად გაიღო და უფროსი პრინცესა ბოკალი ღვინით ხელში თავადვე მიეახლა მცველს, დალიე, სიმხნევეს მოგმატებსო.

ფრთხილმა ჯარისკაცმა პრინცესას ეშმაკურად შეავლო თვალი. ქალმა დაიმორცხვა. ამასობაში ახალმა მცველმა ბოკალიდან ღვინო მოხერხებულად ჩაღვარა ნიკაპზე დამაგრებულ ღრუბელში ისე,  რომ ერთი წვეთიც არ დაულევია და ვერც პრინცესა მიუხვდა. თავაზიანად გადაუხადა მადლობა მეფის ასულს გემრიელი ღვინისთვის, შემდეგ დაწვა და მალე  ხვრინვაც ამოუშვა, თითქოსდა ღრმა ძილში იყო. როდესაც პრინცესები დარწმუნდნენ, ჩვენმა ბანგგარეულმა ღვინომ ჯარისკაცი ისე დააძინა, დილამდე ფეხს არ გაანძრევსო, საძინებლიდან გამოეფინენ, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყვნენ,  ხომ მართლა დაიძინაო. ჯარისკაცის დარდი ვიღას ჰქონდა. მხოლოდ ყველაზე უფროსმა პრინცესამ დახედა სევდიანად დაძინებულ მცველს და დანანებით ჩაილაპარაკა: He could have spared his life as well! –  ესეც  ვერ გადარჩებაო!..

სულ მალე მეფის ასულებმა კარადები გამოაღეს, გამოიტანეს ულამაზესი და უძვირფასესი სამეჯლისო კაბები და ულამაზესი სარკის წინ საუცხოოდ გამოიპრანჭნენ ცეკვის მოლოდინში. 

მხოლოდ უმცროსი პრინცესა შეშინდა: კი გვიხარია, რომ ახალი მცველიც დავაძინეთ, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობსო.

რა გულუბრყ





Comment