ჩემი აზრით , მკითხველს პატივი უნდა სცე და პირველივე აბზაცში გააფრთხილო ,რომ არაპროფესიონალი ხარ ,ბევრ შეცდომას დაუშვებ წერისას და შესაძლოა არც ღირდეს წაკითხვა.
მინდა ვისაუბრო გარემოს მნიშვნელობაზე
მოგეხსენებათ გარემო ,ჩასახვის დღიდან უდიდეს როლს თამაშობს ჩვენ ჩამოყალიბებაში. ბავშვობის პერიოდზე საუბარი არ მიყვარს ,ამიტომ პირდაპირ თინეიჯერობიდან დავიწყებ.
თინეიჯერობისას ძირითადი საზრუნავი სკოლა იყო. მშობლები გვეუბნებოდნენ ,რომ ჩვენი სამსახური სკოლა იყო,აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი საფეხური ცხოვრების მრავალსაფეხურიან კიბეზე (ბლა ბლა ათასი იდიოტობა )
სკოლა ძალიან არ მიყვარდა (მიუხედავად ამისა მე-9 კლასის ჩათვლით წარჩინებული მოსწავლე ვიყავი)დამეთანხმებით,სკოლის პერიოდში ძირითადად ორი ტიპაჟი იკვეთებოდა-მჩაგვრელები და ჩაგრულები,რაც შესაბამისად მრავალფეროვნების ფუფუნებას აღარ გვაძლევდა ,გვიწევდა 12 წლის განმავლობაში უაზრო ხუმრობების მოსმენა,მასწავლებლების ერთნაირად მომაბეზრებელი ფრაზებისა და ჟესტიკულაციების ატანა. (შიგადაშიგ პატარა სიყვარულები გამოენთებოდა ხოლმე და გვილამაზებდა რამოდენიმე დღეს ,კვირას ან თვეს )
მე-11 კლასიდან დაიწყო ჩემი და მუსიკის განსაკუთრებული ურთიერთობა ,რამაც გარემოს მნიშვნელობაზე ძალიან დამაფიქრა (როდესაც კურტ კობეინის ლაივი ვნახე youtube ზე ,ორქიდეებით დახუნძლული სცენა,შურაცხყოფა სცენიდან,მაგრამ მაინც მომღიმარი და ბედნიერი მსმენელი)
მე-11 კლასში შევაბიჯე პირველად კლუბში, მარტო ვიყავი (ამ დროს სიგარეტიც არ მქონდა გასინჯული ,მითუმეტეს არც ნარკოტიკი) ზურგჩანთით ხელში ,პირველი "friendzone" მქონდა "არტყმული" .მაშინ მივხვდი ,რომ ამ ეტაპზე საუკეთესო ადგილი ეს სცენა იყო. ასობით ადამიანი,ქაოტური მოძრაობებით,ბევრი სიყვარულითა და ფერებით. ვუყურებდი ოფლიან სახეებს,ძალიან ფაქიზ ხელების მოძრაობებს და უამრავ წყლის ბოთლებს. ამ ასაკში კომპლექსი მქონდა ცეკვის,ჩემი იმდროინდელი აღნაგობიდან გამომდინარე,თუმცა არავის ვიცნობდი და არვ არავინ მიცნობდა,ხოდა დავიკიდე და დავიწყე ხელების ქნევა.გამიმართლა და ძალიან კარგი მუსიკა დაუკრეს, მეც ქაოსი მოვიშორე გონებიდან და დავიწყე რიტმულად მოძრაობა. საოცარი მასა იყო. საოცარი გარემო.
მუსიკიდან ოდნავ გადავუხვევ და ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხები.
2018 წელი,სამწუხაროდ, ძალიან მძიმე თემებით დაიწყო და გაგრძელდა
ვგულისხმობ კლუბების რეიდსა და აციას #ნუმომკლავ
მე ,როგორც მოქალაქე ორივე აქციაზე ვიყავი, და მხარს ვუჭერდი იდეას,
პირველ აქციაზე მე ვნახე უამრავი ფერი,განსხვავებული ადამიანები,გულწრფელი ღიმილი,პატივისცემა და სილაღე
მეორე აქციაზე მე ვნახე უამრავი შავი ფერი,კრიჭაშეკრული საზოგადოება და მხოლოდ 1 ადამიანის გულწრფელი თვალები (ვის გამოც მე იქ ვიდექი )
Open air 2018
იდეაში ,ყველასთვის საყვარელი ფესტივალი,თავისი მრავალფეროვანი Lineup ით .წლევანდელმა ლაინაფმა ბევრს გაუცრუა იმედი,თუმცა მინდა აღვნიშნო,რომ ძალიან მაგარი იყო მაინც.
წარმოიდგინეთ სივრცე, სადაც ყველა გემოვნების ადამიანი თავს გრძნობს კომფორტულად (მუსიკალური გემოვნებიდან დაწყებული ცხოვრებისეული გემოვნებით დამთავრებული)
ნახავდით მთვრალ ხალხს, ნარკოტიკების ქვეშ მყოფ ხალხს, ჰამაკზე წამოწოლილ ადამიანებს ,რომლებსაც უბრალოდ კითხვა სურდათ და სხვა არაფერი.ნახავდით სექსის მოყვარულ ხალხს და ნახავდით ამ ყველაფრის ერთიანად მოყვარულ ადამიანებსაც.
უამრავი ადამიანი გავიცანი.ამბობდნენ,რომ ამ ფესტივალზე მხოლოდ სიტუაციის გამო დადიოდნენ, უბრალოდ გარემო უსწორდებოდათ და მორჩა. ქილა ლუდი და შექსპირი.
ამ თემას აუცილებლად გავაგრძელებ,ამ ეტაპზე მოვრჩეთ
პ.ს მუსიკა ის სფეროა სადაც,რაღაც დამეჯერება ,ხოდა ჩემს TOP 5 სიმღერას შემოგთავაზებთ
1)Coldplay-troube (8 წელია ერთად ვართ. 10 წლის ვიყავი ,რომ მოვუსმინე და დღემდე საოცარ ემოციებს მჩუქნის)
2)oasis-stop crying your heart out (სიცოცხლის ბოლო დღეს ,მინდა ეს შედევრი მოვისმინო )
3)motorama- i see you (ბევრისთვის მოსაბეზრებელი მელოდია. ჩემთვის ასტრალი და საოცარი ჯადოსნურობა)
4)nick cave - push the sky away (ამ სიმღერას თუ მოუსმენთ დასკვნები თქვენთვის მომინდვია. გენიალურია)
5)the verve -lucky man (ამ სიმღერას ვერ აღვწერ. შემიძლია ტექსტის მონაკვეთი დავწერო და თავად მიხვდებით )
=================
Happines More or less It's just a change in me Something in my liberty Oh, my, my Happiness Coming and going I watch you look at me Watch my fever growing I know just where I am But how many corners do I have to turn? How many times do I have to learn All the love I have is in my mind? Well, I'm a lucky man