საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1920 წლის მაისში ბოლშევიკთა გადატრიალების მცდელობის ჩავარდნისა და წითელი არმიის საქართველოს ტერიტორიაზე შემოღწევის უშედეგოდ დამთავრების შემდეგ, ლენინის მთავრობა დათანხმდა საქართველოსთან ხელშეკრულების მოწერაზე და 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის მოსკოვის ხელშეკრულება დაიდო. მიუხედავად აღნიშნული ხელშეკრულებისა, 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა და პირველი რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო, ქვეყანა კი ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება საქართველოში საბჭოთა ტერორი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
1924 წლის 18 სექტემბერს Aberdeen Press And Journal-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით - „საბჭოთა ტერორის მეფობა საქართველოში” (Soviet Reign of Terror in Georgia).
საქართველოს საბჭოთა დაპყრობისა და კავკასიაში ტერორის მეფობის ისტორია ყველაზე შავ თავს წარმოადგენს ბოლშევიზმის სისხლით შეღებილ მატიანეში და ერთა ლიგის დადგენილებაში, რომელიც ავალებს საბჭოს, მოიძიოს ზომები ამ უბედური ქვეყნის დასახმარებლად, რაც ევროპაში კაცობრიობის, თავისუფლებისა და პროგრესის ყველა მეგობრის მტკიცე მოწონებას დაიმსახურებს.
შეიძლება არსებობდეს ეჭვი, ექნება თუ არა დამშვიდების მეთოდებს გავლენა ცინიკურ და ამპარტავან ბანდაზე, რომლის წევრებიც თავად წარმოადგენენ თანამედროვე რუსეთის დიქტატორებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დროა, რომ მდგრადი და გადამწყვეტი ძალისხმევა გამოიჩინონ და დაიცვან ქართველი მოსახლეობის სიცოცხლე და თავისუფლება - ვინც ჯერ კიდევ დარჩა - საერთაშორისო საშუალებებით.
მოსკოვის პრესა მხოლოდ საბჭოთა დიქტატორების რუპორია, იმ ადამიანების, რომელთა ქცევასაც ქართველი ხალხის წარმომადგენლები აპროტესტებენ. ვინც არ იცნობს კავკასიაში ბოლშევიკთა ქმედებებს, სავარაუდოდ, მოტყუებული იქნება მოსკოვის თვალთმაქცური პრეტენზიით, რომ ლიგის ქმედება არის „საერთაშორისო სამართლის გაუგონარი დარღვევა". თავად საბჭოთა ლიდერები სამართალდარღვევის გამმართლებლები არიან.
ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობა მით უფრო გაუმართლებელია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საბჭოთა ჯარების პირველი მუხანათური დარტყმის მიყენებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ იყო რატიფიცირებული რუსეთსა და საქართველოს შორის ნეიტრალიტეტის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმდა 1920 წლის 7 მაისს, წერია, რომ "რუსეთი ყოველგვარი რეზერვის გარეშე აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და "სუვერენიტეტს" და "პირობას დებს, რომ თავს შეიკავებს საქართველოს საქმეებში ჩარევისგან" და „არ დაუშვებს ჯარებს ან ფედერაციებს“ საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებიც ამტკიცებენ „საქართველოს მთავრობას“ ან მიზნად აქვს „მისი დაცემა“. ეს გარანტიები, როგორც ჩანს, საკმარისად აშკარა იყო ქართული ინსტიტუტების დასაცავად - მაგრამ ბოლშევიკებმა მალე აჩვენეს მსოფლიოს ხელშეკრულების საბჭოთა ხელმოწერის რეალური ღირებულება.
ორი კვირის შემდეგ წითელი ლაშქარი საქართველოს კარიბჭეს მოადგა და დაიწყო დაუნდობელი დამპყრობლური და გამანადგურებელი ომი. ეს თავდასხმა განხორციელდა არა მტრის კაპიტალისტურ სახელმწიფოზე, არამედ მეზობელ სოციალისტურ რესპუბლიკაზე, რომლის ლიდერებმა, ბოლშევიზმის ბაალის (ბაალი - არის ეპითეტი "ღმერთი, მბრძანებელი" სხვადასხვა ღმერთისთვის დასავლურ სემიტურ მითოლოგიაში. ქრისტიანულ კულტურაში მოხდა მისი დემონიზება.) წინაშე მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადეს.
ქართველმა ხალხმა გაბედულად გასწია წინააღმდეგობა, მაგრამ ექვს კვირაში ქვეყანა საბჭოთა ურდოებმა მოიცვა და დამოუკიდებელი რესპუბლიკა ცეცხლმა და მახვილმა გაანადგურა. თუმცა, მიმდინარე წლის ივნისში ქართველ პატრიოტთა ჯგუფმა ბანდამ მოაწყო აჯანყება საბჭოთა მმართველობის აუტანელი ტირანიის წინააღმდეგ. და კიდევ ერთხელ ბოლშევიკური არმიები ახველებენ კავკასიის სისხლში. სწორედ ამ გარემოებებში მიმართა ქართველმა ხალხმა ერთა ლიგას.
შესაძლოა, ლიგამ ვერ შეარბილოს რუსი ფარაონის გული, მაგრამ მაინც არის გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას საბჭოთა მთავრობაზე ზეწოლის მიზნით. 1923 წლის ივლისში ბ-ნმა ფილიპ სნოუდენმა თქვა, თუ საბჭოთა კავშირის აღიარების საკითხი დადგება, ბრიტანეთის მთავრობა დაჟინებით მოითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების პირობად...
საქართველოში განხორციელებულმა სისასტიკემ შესაძლოა მისტერ მაკდონალდი შეაჩეროს და დაფიქრდეს მანამ, სანამ ბრიტანეთის ფულს გაუგზავნის ქვეყანას, რომლის ჯარებიც ახლაც არიან დაკავებულნი კავკასიაში საკუთარი მეგობრების ხოცვა-ჟლეტით.