ჰელენ სონდერსის 'ბებრის ყვავილობა'
06/15/2018 22:14:11
   Author : ნათელა ფაცია.

 ბებრის ყვავილობა

        თარგმანი შესრულებულია გვანცა ჩიხლაძესთან ერთად

 

მრავალსართულიანი კორპუსის შესასვლელის ზარს ნეტიმ აკანკალებული ხელი მიაჭირა.

დაბნეული ჩანდა უჩვეულო გარემოში. სადგურიდან მომავალმა ტაქს ისე სწრაფად ჩაუქროლა ფულტონის ქუჩასა და ოპერის სასახლეს, რომ ნეტი თავს ვეღარ აკონტროლებდაერთი გაფიქრება ისიც კი გაიფიქრა, ნეტავ შემეძლოს ვინმეს გავუზიარო ის ყოველივერაც სან-ხოსედან სან-ფრანცისკოში ჩამოსვლმდე გადამხდა თავსო.

ვაითუ, მარნე და ენი არ დახვდნენ შივინ იცის, წაიკითხეს კი ნეტის გამოგზავნილი წერილი? და ალბათ მისი სტუმრობაც მაინცდამაინც გულზე არ ეხატებათ.

ამ ფიქრმა ძალიან მოღალა. იცოდა, სან-ხოსეში მანამ ვერ დაბრუნდებოდა,  სანამ ჩაანაფიქრს არ შეასრულებდა. ამასობაში კარი გაიღო, ნეტი ვესტიბიულში შევიდა, საიდანაც მესამე სართულზე აუყვა კიბის საფეხურებს, თუმცა ლიფტიც იქვე იყო.

ნეტი სარკეში იხედებოდა და ხვდებოდა, რომ უკვე მიეღწია ბებრის ყვავილობისთვის. ეს უცნაური სეზონი ხომ, ზამთრის შემოტევამდე, ფოთოლცვენით იწყება. სიცივე გარს აკრავს ყოველივეს და ვარსკვლავები შავი ხავერდივით ელვარებენ ცის კამარაზე. ჰო, ასე დგება სეზონი, რომელსაც  დასავლეთის ინდიელები ბებრის ყვავილობას ეძახიან.

თვალწინ დაუდგა თავისი განვლილი წლები, დღეები... ეს იყო ცხოვრება არსებობისთვის და ზრუნვა სნეულებზე. ნეტიმ ხომ მთელი ცხოვრება მორჩილებასა და  სათნოებაში განვლო. მაგრამ სანამ ამქვეყნიდან წავა, სანამ სიკვდილი მოეახლება, მოკვდება, რას მოიტოვებს უკან?! – ქალიშვილობის წლების მოგონებებს? იმ წლებისას რომელიც დასავლეთის ლამაზ მხარეში გაატარა? დიდი ხნის წინ გარდაცლილ კეთილ მეუღლეს თუ ომში დაღუპულ მამაც ვაჟიშვილს?

როგორ შეეძლო დაევიწყებინა განვლილი წლების მოგონებები ისე, რომ სხვისთვის არ გაეზიარებინა. ეს მოგონებები ხომ ნეტის არსებობის სისხლხორცეულ ნაწილს წარმოადგენდა.

ასე რომ, გამბედაობა მოიკრიბა და მისწერა მარნეს, ქალს, რომლის შესახებაც მთელი ათი წელიწადია, არაფერი იცოდა:

„მარნე, მოვდივარ, რათა ვნახო ჩემი შვილიშვილი ენი.

                                                                        ნეტი“.

კიბეზე ნელა ადიოდა და ძალ-ღონესა და გონება ერთად იკრა. მისი ვაჟი, ენის მამა მისთვის მუდამ ახალგზრდა დარჩებოდა. მისი ვაჟის ცხოვრება, ისევე როგორც მისი ქმრისა, წარმოუდგენელი სიმამაცით გამოირჩეოდა. მისი ერთადერთი ვაჟისა, რომელიც გვიან შეეძინა, მაგრამ  ძალიან ადრე გამოეცალა ხელიდან.  

ჰოდა, მან დატოვა ქალიშვილი, რომელიც ნეტის, მის ღვიძლ ბებიას, არასოდეს ენახა. და ეს იმიტომ, რომ მუდამ სხვისი კარნახით ცხოვრობდა.

სწორედ ასე მოხდა მაშინაც, როდესაც მისმა ახალგაზრდა და სულსწრაფმა რძალმა, რომელიც სულ მცირე ხანს იყო მისი ვაჟის ცოლი, ქმრის გარდაცვალებიდან სულ მალე, ნეტის შვილიშვილის დაბადება და თავისი მეორე ქორწინება შეატყობინა.

აი, რას სწერდა ყოფილ დედამთილს ენის დედა: „არ უნდა ავრიოთ გოგონას ცხოვრება. ეს სამყარო ხომ ცოცხლებს ეკუთვნით და არა დახოცილთახლა ენის ახალი მამა ზრუნავს მასზე. სიკეთის სანაცვლოდ კი, პირველ რიგში, ჩემი ახალი მეუღლის სურვილებს უნდა გავუწიო ანგარიში და იმედი მაქვს, ასევე მოიქცევა ჩემი გოგონაც, როა გაიზრდება“.

ასე რომ, ნეტი მხოლოდ სხვათა ინტერესებს ითვალისწინებდა  და ვერ ბედავდა, ეზრუნა საკუთარ თავზე. მაგრამ ახლა აუცილებლობად მიიჩნია, შვილიშვილისთვის  გადაეცა ოჯახური ისტორიები და დაბადებიდან მინიჭებული უფლებები. დიახ, ახლა, ბებრის ყვავილობის ნათელ და ცივ ღამეს, ზუსტად იცოდა, რომ ენი უნდა დალაპარაკებოდა ქალს, რომელსაც არ იცნობდა. არადა, ეს უცნობი ქალი თავად იყო – ენის ბებია! ნეტიმ ენის და დედამისს წერილი გაუგზავნა, მათთან გამოემგზავრა და სადგურიდან პირდაპირ აქ მოვიდა. მოვიდა რთული, ძლიერი მიზნის განსახორციელებლად, მაგრამ თავად ძალიან სუსტი აღმოჩნდა ამ მიზნისთვის.

მარნეს თვალშისაცემი სიგამხდრე მოწიფულობას შეევსო. ნეტს მოსასხამი ამოართვა და უთხრა:

– ენი ჯერ სკოლაშია, მალე დაბრუნდება!         

ნეტიმ გაუბედავად დაიწყო:

– მინდა აგიხსნა, რომ...

მარნე ნეტის მკლავს უხეშად წვდა:

– ამიხსნა შენი გრძნობები და ენის ნახვის სურვილი?! არ არის საჭირო ამის გაკეთება!..

– ზედმეტად საჭიროა! – უპასუხა ნეტმ. თუმცა კი არ იცოდა, როგორ აეხსნა ყოფილი რძლისთვის იმ მოგონებათა გახსენების სურვილის შესახებ, რომელიც ბებრის ყვავილობის სეზონმა გაუჩინა, და მხოლოდ ესღა ჩაილაპარაკა: – გმადლობ... გმადლობ, რომ დამრთე აქ მოსვლის ნება.

ეს სიტყები სასოწარკვეთილი მადლიერებით გაიმეორა.

მარნემ ყავა მიართვა. სახე მოღუშოდა.

– ძალიან რთული იქნება გოგონასთვის ამ ყველაფრის ახსნა, – როგორ უნდა უთხრა, რომ სხვა მამაც ჰყავდა... და დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ასე მოიქცე?!

სანამ ნეტი პასუხებდა, კარი ფართოდ გაიღო და ხალისიანად შემოიჭრა წაბლისფერთმიანი, გრძელფეხება გოგონა ცოცხალი, თაფლისფერი თვალებით.

„დიახ, ენიმ აუცილებად უნდა გაიგოსრომ ჩემი შვილიშვილია, ენიმ უნდა იცოდეს, ვინ იყო მამამისი, – გაიფიქრა ნეტიმ, – მარნეს არაფერი უთქვამს გოგონასთვის. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, მე კი გამბედაობა არ მყოფნის! ვაითუ, ჩემი ხმა ისე სუსტი და გაუბედავი აღმოჩნდეს, რომ ენიმ არც დამიჯეროს“.

– დედამ მითხრა, რომ სტუმარი გვეყოლებოდა, მაგრამ არ უთქვა, ვინ! – მხიარულად წამოიძახა ენიმ.

– ნეტი, – მიმართა მარნემ, – ეს ენია, ჩემი ქალიშვილი! ენი, მე მინდა ჩვენი სტუმარი გაგაცნო. ნეტი ჩვენი ოჯახის ძველი მეგობარია!..

და ამგვარი შესავლის წყალობით ნეტიმ უკვე აღარ იცოდა, როგორ ან რით დაეწყო. ეს  ისეთი ფორმალური და რთული აღმოჩნდა სამივესთვის...

„ენის მამის თვალები აქვს“, – სევდიანად გაიფიქრა ნეტიმ.

– დიდი ხანი მინდოდა შენი გაცნობა, – ხმაში ბზარი შეპარვოდა და როცა მარნეს დაძაბული მზერას წააწყდა, სწრაფადვე მიაყოლა, – ლამაზი გოგო ყოფილხარ, ვგონებ, სკოლაშიც კარგად სწავლობ,  არა? მართლა, დღეს რა ისწავლეთ ახალი?

– დღეს საინტერესო გაკვეთილი გვქონდა! ვისწავლეთ იმ ადამიანთა შესახებ, რომლებმაც პირველად გადმოცურეს ატლანტის ოკეანე! – ხალისიანად უპასუხა ენიმ და განაგრძო, – ტელევიზორშიც ყველაფერს ჰყვებიან მათ შესახებ... გინდა, გაჩვენო ჩემი ალბომი, რომელშიც გმირების ფოტოები და მათი ისტორიები  მაქვს?

– მე კი არ ვიცოდი, ასეთი ალბომი თუ გქონდა! – გაიოცა მარნემ  და ახლა ნეტის მიუბრუნდა, – სიმართლე გითხრა, ვერ ავუდივარ ჩემი გოგონას ათასგვარ კოლექციე!..

ენის ჟურნალებიდან და გაზეთებიდან ამოეჭრა ფოტოები, ალბომში ჩაეწებებინა და ამ ფოტოების ქვემოთ შავი, გამოყვანილი ასოებით მიეწერა დაბადების ადგილი და თარიღი უამრავი ცნობილი ადამიანისა: ვაშინგტონის, ლინკოლნის, ფრანკლინის... ამ ალბომშივე ჩაეკრა დენიელ ბუნის, დეივი კროკეტისა და ბუფალო ბილის სურათები. ენიმ ისეთივე სიფრთხილით გადაშალა გვერდები, როგორითაამ ფოტოებს და მათზე გამოსახულ გმირთა ისტორიებს აგროვებდა.

ნეტი სმენად ქცეულიყო. გოგონა კი გატაცებით ტიკტიკებდა:

არ დაიჯერებ, მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლეა! ნებისმიერეთხზულ ისტორიას სჯობს და იგი ყველას საკუთრებაა, ისევე, როგორც ჩვენი ახლობლების თავგადასავლები!..

სე არასდროს მიფიქრია, – წამოიძახა ნეტიმ, თვალს რომ ვერ აშორებდა თავის გონიერ შვილიშვილს, ათი წლის გოგონას, რომელსაც გულუბრყვილო სიბრძნით მოეხაზა სამყაროს  უზარმაზარი წრე...

ნეტიმ მარნეს შეხედა. ყოფილი რძალი თავჩაქინდრული ჩასჩერებოდა საკუთარ თითებს.

ნეტი ენის ხელზე მოეფერა და გახარებულმა უთხრა, ვამაყობ შენნაირ ჭკვიან გოგონასთან სტუმრობითო.

ნეტის უკვე აღარ ეშინოდა ბებრის ყვავილობის. იცოდა, რომ თავისი საქმე უკვე გააკეთა, თანაც კარგად. ეს სულაც არ იყო ვიღაცის მამის ან ბებიის ცხოვრების სევდიანი ამბავი. ეს იყო სრული ზეიმი კაცობრიობისა, მნათობელი სილამაზე, რომელიც ენის თვალებში თავმოყრილიყო.

ენი, – სითბო ჩაღვროდა ხმაში ნეტის, – მე ჩამოვედი სან-ხოსედან, რათა გიამბო ნამდვილი ისტორია შენი ალბომისთვის...

ამ სიტყვებზე ნეტი წამოდგა, თავის მოსასხამს დაუწყო ძებნა. აღარ ახსოვდა, რომ შემოსვლისას მარნემ ჩამოართვა.

უცებ, ნეტიმ მაჯაზე მორა ხელი მარნეს.

ალბომს ნამდვილად აკლია ერთი ძალიან საინტერესო ამბავი, – ჩუმად ჩასჩურჩულა მარნემ ყოფილ დედამთილს და ახლა ენის მიუბრუნდა, – ხედავ, რა იღბლიანი გოგო ხარ, რომ ასეთი მშვენიერი ნათესავები გყავს. ამ საღამოს, ვახშმობისას კიდევ ერთ თეფშს დავდებთ. მინდა, რომ გემრიელი სტეიკის მოსამზადებლად ხორცი მოიტანო მაღაზიიდან. ყოველდღე ხომ არ ვპოულობთ ნამდვილ ბებიას!..





Comment