მეტი პასუხისმგებლობა და VIP სტუმარი - რა უპირატესობები აქვს ტოჩინოშინს ოძეკის რანგში?
05/31/2018 21:24:12
   ავტორი : დავით თინიკაშვილი.

რა უპირატესობები აქვს ოძეკობას სუმოს სამყაროში და რითი არის გამორჩეული?

ოძეკი სუმოს სამყაროს იერარქიაში რიგით მეორე წოდებაა, პირველი კი იოკუძუნაა, იგივე დიდი ჩემპიონი. ბანძუკეს წესების მიხედვით, სუმოს ჰყავს მინიმუმ ორი ოძეკი: ერთი აღმოსავლეთის მხარეს, მეორე დასავლეთით. შესაძლებელია მაკუუჩი დივიზიონში იყოს სამი ოძეკიც.

ამ ეტაპზე სუმოს სამყაროში ამ სტატუსის მატარებელი ორი ადამიანი იყო: იაპონელი გოეიდო გოტარო 2014 წლიდან და იაპონელი ტაკაიასუ აკირა 2017 წლიდან. 

ოძეკის უპირატესობები:

  • სამი წლით სუმოს ასოციაციის წევრობის გარანტია, თუ ის ამ პერიოდში არ დაანებებს სუმოს თავს.
  • ის მიიღებს სპეციალურ ფინანსურ შეთავაზებას, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ აისახება
     
    მის საპენსიო ფონდზე.
  • მას ექნება გამოყოფილი პარკინგი სუმოს ასოციაციის შტაბში.
  • ტოჩინოშინს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა სუმოს ასოციაციის პრეზიდენტის არჩევაში.
  • მას მიაბარებენ პერსპექტიულ ახალგაზრდა სუმოისტებს, რომელთა აღზრდაშიც მიიღებს მონაწილეობას.
  • მას შეეძლება მიიღოს მონაწილეობა სპეციალურ საცერემონიო რიტუალებში, რაც მხოლოდ ამ იერარქიის სუმოისტებს ძალუძთ.
  • ლევანს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს იოკუძუნას ბეჭდის ცერემონიაში.
  • ის მიწვეული იქნება VIP ადამიანების სტუმრობისას ან სუმოს ასოციაციის სტუმრობისას შინტოს ტაძარში.
  • მისი ხელფასი თვიურად საშუალოდ 25 000 დოლარზე მეტი იქნება.


ოძეკს აუცილებლად მართებს თითოეულ ტურნირზე კაჩი-კოშის დაფიქსირება (დადებითი ბალანსი), მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) შემთხვევაში შეიძლება ისევ სეკივაკეს პოზიციაზე ჩამოქვეითდეს.