მსოფლიო ჩემპიონატის 7 რეკორდი, რომელიც საფრთხის ქვეშაა
06/13/2018 15:42:40
   ავტორი : დავით თინიკაშვილი.

1) ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ყველაზე ასაკოვანი კაპიტანი, ყველაზე ასაკოვანი დებიუტი




ეგვიპტის 45 წლის მეკარე, ესამ ელ-ჰადარი, პირველივე მატჩის დაწყების მომენტიდან ერთბაშად რამდენიმე რეკორდს მოხსნის:


ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი: ფარიდ მონდრაგონი, კოლუმბია (43 წლის)
ყველაზე ასაკოვანი კაპიტანი: პიტერ შილტონი, ინგლისი (40 წლის)
ყველაზე ასაკოვანი დებიუტი: დევიდ ჯეიმსი, ინგლისი (39 წლის)

 

2) კაპიტანი ყველაზე მეტ ტურნირზე



რაფა მარკესი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს (4) და რიგით მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატზე უკაპიტნებს გუნდს. 

 

3) ყველაზე მეტი ფეხბურთელი მუნდიალზე ერთი კლუბისგან





"მანჩესტერ სიტის" 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 17 წარმომადგენელი ეყოლება, რითაც ის გააუმჯობესებს "არსენალის" შედეგს - 15 (2006 წელი). 

 

4) ყველაზე მეტი მშრალად შენახული კარი



მანუელ ნოიერს მსოფლიო ჩემპიონატებზე უკვე 7 მატჩი დაუგროვდა, სადაც არცერთი გოლი არ გაუშვია. რეკორდი (10) პიტერ შილტონს და ფაბიან ბარტეზს ეკუთვნით, თუმცა გერმანელს მისი მოხსნის შესანიშნავი შანსი აქვს.

 

5) ყველაზე მეტი გამარჯვება პენალტების სერიაში



ყველაზე მეტჯერ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პენალტების სერია არგენტინას და გერმანიას აქვთ მოგებული - 4. თუ რომელიმე ამ ორი ნაკრებიდან კიდევ ერთს მოიგებს, ამ რეკორდში დაწინაურდება.

 

6) ყველაზე მეტი ურთიერთშეხვედრა 



ყველაზე მეტჯერ (7) ერთმანეთს ორი წყვილი დაუპირისპირდა: ბრაზილია - შვედეთი / გერმანია - არგენტინა. არსებობს იმის დიდი შესაძლებლობა, რომ რომელიმე წყვილის შეხვედრა ისევ განმეორდეს, რითაც ეს რეკორდიც გაუმჯობესდება.

 

7) ყველაზე მეტი გოლი



 

ამ რეკორდის გაუმჯობესება, ალბათ, ყველაზე რთული მისია იქნება, თუმცა ამის შანსები მაინც არსებობს. გერმანიის ნაკრების შემტევს, თომას მიულერს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე 10 გოლი დაუგროვდა, თავისივე თანამემამულისგან, მიროსლავ კლოზესგან, 6 გოლი აშორებს. 





კომენტარი