კარი და ტომპსონი 80-იანი წლების ნბა-ს კალათბურთელებს ერთად აღებულს ჯობნიან
Rotoworld კალათბურთის გულშემატკივართათვის ერთ მეტად საინტერესო სტატისტიკურ ცნობას ავრცელებს. “გოლდენ სტეიტ უორიორზის” უკანახაზელებმა სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა ნბა-ს პლეი ოფის ფინალურ სერიაში უფრო მეტი სამქულიანი ჩააგდეს, ვიდრე გასული საუკუნის 80-იან წლებში ამავე სერიებში ასოციაციის ყველა კალათბურტელმა ერთად აღებულმა. კარი-ტომპსონის დუეტს საჩემპიონო სერიებში უკვე 148 სამიანი დაუგროვდა, 80-იანი წლების მოთამაშეებმა კი 146 შორეული ტყორცნა ჩააგდეს მეტოქეთა კალათაში.
შეგახსნებეთ, 1979 წლის 12 ოქტომბერს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი ზუსტი სამქულიანი “ბოსტონ სელტიკსის” კალათბურთელმა კრის ფორდმა შეასრულა. იმავე დღეს, ოღონდ რამდენიმე საათის მოგვიანებით ანალოგიური სროლა “ვაშინგტონ ბულიტსის” წევრმა კევინ გრივიმ გააკეთა.
დავით თინიკაშვილი
დავით თინიკაშვილი-ის პოსტები →
კომენტარები
კომენტარები ჯერ არ არის. იყავი პირველი!
კომენტარები დახურულია.